სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მიზანია არსებული რესურსისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას.

მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე – ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას.

#ცესკო

ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading