სპორტის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი, ლაშა მაღრაძე და საელჩოს დიპლომატი არენ არაქელიანი.
საქართველოს სპორტის სამინისტრო




