ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის” მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება “ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების კასკადის” მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით.

სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading