16 ივლისს გერგეტის სამებობა, ანუ სიყვარულის დღესასწაული აღინიშნება

კათოლიკოს-პატრიარქმა 2002 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვისას ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

მას შემდეგ გერგეტის სამებობას სრულიად საქართველო ზეიმობს. ტრადიციულად, დღესასწაულთან დაკავშირებით მომლოცველები გერგეტზე საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან.

Regionnews-ი გილოცავთ ყველას სიყვარულის დღესასწაულს!

შეგვეწიოს გერგეტის სამების ძალა და მადლი, მოგვმატებოდეს ღვთისა და მოყვასის სიყვარული!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading