„ძლიერება სტაბილურობაშია“-Capital Finance International
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ Capital Finance International-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე. „ძლიერება სტაბილურობაშია“, – ასე აფასებს გამოცემა სებ-ის საქმიანობას.
ეროვნულმა ბანკმა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას
საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები
სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
