ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ფესტივალზე „Orange Wine Festival“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

#OrangeWineFestival 2012 წელს დაარსდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.

ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთია.

ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

+2

ყველა რეაქცია:

66

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading