უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულებით რაიმუნდ იელეს შეხვდნენ

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, მიწის კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, FAO-ს მხარდაჭერით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი ხორციელდება.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების და სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading