საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად უკვე წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფება

დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

წინასწარ არის განსაზღვრული ადგილები, თუ სად დასხდებიან პრეზიდენტები. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების გვერდით დაჯდება.

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის გასაშუქებლად დაახლოებით 300 მედია საშუალებაა აკრედიტებული.

ვატიკანში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading