საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა
მსახიობის შვილმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეიწყალების პროცესში მონაწილეობდა.
„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და პრეზიდენტის ინსტიტუციას. შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო“, – დაწერა ხატიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი ადამიანობაზე და სიკეთეზე სევდიანი ისტორიაა. მიუხედავად ამისა, დედა-შვილის შეხვედრა ვერ იყო ისეთი, როგორიც დონარამ ისურვა.
„ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ -თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა“, – დასძინა მან.
დონარას შვილმა ასევე გაამხილა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია – დონარა ჯერ კიდევ ცოცხალია და სუნთქავს, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.