გარდაბნის მუნიციპალიტეტი უერთდება კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს.

საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და დაავადების ნაადრევად გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ ორგანიზებით, ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდა სკრინინგული გამოკვლევები შპს „ნიქოზის სამედიცინო ცენტრის“ თანამედროვე მობილურ კაბინეტში.

კვლევები მოიცავდა:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ქალებისთვის;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის მამაკაცებში (PSA ანალიზი ვენური სისხლით);
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში (FOBT ტესტით).

სპეციალისტების თქმით, დროული სკრინინგი და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა, რაც პრაქტიკულად 100%-იან განკურნებას უზრუნველყოფს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading