21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.წლებია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიას
დღეს, საბჭოს თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე საბჭოს წევრებებთან ერთად ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიულ ცენტრს ესტუმრა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები.
ბავშვების განწყობაზე საბჭოს ორგანიზებით – ”უჯმა და ბავშვებმა” იზრუნეს და მათ წინაშე გასართობი პროგრამით წარსდგნენ.




