პოლიციელებზე თავდასხმისთვის ხუთი პირი, მათ შორის არასრულწლოვანი დააკავეს

15 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეების თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამართალდამცველებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. სამ პოლიციელს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ერთ-ერთი ავტომობილი გადაამოწმა და გაირკვა, რომ მას 2009 წელს დაბადებული, მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი – ს.ს. მართავდა. იგი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გაუწია. დაპირისპირებაში ჩაერთნენ მისი ოჯახის წევრებიც, რომელთა მხრიდან პოლიციელებზე ფიზიკური შეურაცხყოფა და ცივი იარაღით დაზიანება განხორციელდა.

სამართალდამცველებმა პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს 5 პირი: 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომელზე ჯგუფური თავდასხმის ჩადენას და ითვალისწინებს მკაცრ სისხლისსამართლებრივ სანქციებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading