ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს გუნდური ასპარეზობის ჩემპიონია
უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
