იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ორი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ა.ჰ. და 1995 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“ და „მეთადონი“, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები: ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავცრელებს.