6 და 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია საღონისძიებო სივრცეში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი – „ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი ”მწვანე საღამოები/Serate Verdi” გაიმართება

„წარმოგიდგენთ უნიკალურ მუსიკალურ საღამოს იტალიელი მუსიკოსების – სიმონე ძანკინის, სარა კალვანელის და ქართველი არტისტების მონაწილეობით.

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში.

მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან ბევრი კლასიკად იქცა.
ტონინო გუერას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ ხელოვანებთან და გამორჩეულად უყვარდა საქართველო.

6 და 7 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით იმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading