ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ლატვიის მთავარი საკურორტო ქალაქის – იურმალის 2025 წლის საზაფხულო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ფესტივალში

საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ცალკე სტენდით, სადაც სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ქართული ენის შესახებ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ქართული ღვინო და მინერალური წყალი.

საქართველოს სტენდს ეწვია იურმალის მერი, რიტა სტროგე, რომელსაც ლატვიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა უმასპინძლა.

საზაფხულო სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასზე წარმოდგენილი არიან ქალაქ იურმალასთან დამეგობრებული ქალაქები და ლატვიის მეგობარი ქვეყნების საელჩოები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading