ოზურგეთში არასრულწლოვანთა კონფლიქტი ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის წინა დღეს მომხდარ ინციდენტს. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბიძა — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც თავის არეში ნახეთქი დაზიანება აქვს მიყენებული. დაზიანებები აღენიშნება მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიებითა და მოწმეების ჩვენებებით, რასაც ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები ადასტურებს, დადგინდა, რომ დაზარალებულმა პირმა ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, თუმცა არ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. აღნიშნული იარაღი მას მეორე არასრულწლოვნის ბიძამ წაართვა და მოგვიანებით თავად გადასცა გამოძიებას.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვნის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაპირისპირებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები — გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading