პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით, ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading