საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის 31 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 მილიონ 706 ათასი ადამიანი. აღნიშნული პერიოდისთვის დაგროვებითი პენსიით 26 820 პირმა ისარგებლა, რომლებზეც პენსიის სახით ჯამში 124 მილიონი ლარი გაიცა.
დეკემბრის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.