ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი- ღარიბაშვილის საქმეში ბრალდების ნაწილი სასამართლომ არ გაიზიარა
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, სასამართლომ დაცვის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარა, რის შედეგადაც ბრალდების ფორმულირება შეიცვალა და ქარხანასთან დაკავშირებულ ეპიზოდში ბრალი მოიხსნა.
ღარიბაშვილს ბრალად დარჩა ღვინის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლების დეკლარირების არგანხორციელება, რაც სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს ითვალისწინებს. მან აღნიშნული დანაშაული აღიარა.
საპროცესო შეთანხმებით, მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა და ორი ავტომობილის ჩამორთმევა. ადვოკატის თქმით, დანაშაული არ წარმოადგენს სამოხელეოს და ფინანსური ხასიათისაა.
ასევე დასძინა,რომ ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების შესაძლებლობა კანონით არ არის გამორიცხული.