ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე,  13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ერთ-ერთი ბრალდებული პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის ფაქტს უკავშირდება, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და წარმოდგენილი ვიდეომასალა მხოლოდ ტერიტორიაზე გადაადგილებას ასახავს.

პროკურორის განცხადებით კი, ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზების დასკვნები და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობას ადასტურებს.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading