ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

,,15 იანვარს, 10:00 საათიდან, 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, სოფელ ვანათთან, მდინარე ბოლნისისწყალზე, არსებული ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით ჩაიკეტება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც აღნიშნული ხიდით სარგებლობდნენ, ხიდის მიმდებარედ მოეწყო ალტერნატიული გზა დროებითი სარგებლობისთვის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading