მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სხდომაზე შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება.” დეპუტატებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მარნეულის მუნიციპალიტეტში 2025 წელს შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას, ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე ქუჩებისთვის არაბული ციფრებით სახელდებას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით, კენჭი დადებითად უყარეს.
2025 წლის 3 აპრილის სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
.




