პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რამდენიმე ეტაპად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მდმ“, „ექსტაზი“ და „მარიხუანა“.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე, მერვე და მეცხრე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.


საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading