2026 წლის 1 აპრილიდან იკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შეძენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასით დაბინძურების შემცირების მიზნით ახალ რეგულაციებს ამზადებს. სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში იკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შეძენა.
რეგულაცია არ გავრცელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებებზე და 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.
სამინისტროს ცნობით, ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში პლასტმასის ნარჩენების მოცულობა მაღალია, რაც დამატებითი რეგულაციების აუცილებლობას უსვამს ხაზს.