თბილისის ზღვაზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა თბილისის ზღვაზე ბრაკონიერობის შემთხვევა გამოავლინეს. მოქალაქეები თევზჭერას 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ და უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 10 კილო თევზი.
სახლართი ბადით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს და მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს.