პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე.
გამოცხადდა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მნიშვნელობა, ასევე აღინიშნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო პროექტები.
შეხვედრას აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.