მარნეულელი მოკრივის, ვალერი ავეტიკიანის წარმატება
,,მარნეულელი მოკრივე, ვალერი ავეტიკიანი, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ქუთაისში გაიმართა 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი, მოსწავლე მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივემ, ვალერი ავეტიკიანმა( პირადი მწვრთნელი: დავით ნავერიანი) და 60 კგ წონით კატეგორიაში, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს ვალერის მიღწეულ წარმატებას.”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.
