თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – მენქალისში, ალექსეევკაში, ჯვარასა და კლდეისში ამომრჩევლებთან შეხვედრები გაიმართა.

მონაწილეებმა იმსჯელეს არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა განხორციელებასაც კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

„მოსახლეობის ერთსულოვნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორი გზა გვაქვს არჩეული და ადგილობრივების მოლოდინს გავამართლებთ,“ – განაცხადა თეთრიწყაროს მერობის კანდიდატმა მიხეილ აფციაურმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading