თეთრიწყაროს მერმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შობა-ახალი წელი მიულოცა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მერმა ყურადღება გაამახვილა თითოეული პროფესიის წარმომადგენლის მნიშვნელობაზე მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. „ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პასუხისმგებელნი არიან მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ყველა მათგანს ვულოცავ ახალ წელს და მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა მერმა.