დავით შერაზადაშვილი ფონდ „მონაგართან“ ერთად მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, ფონდ „მონაგართან“ ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადაშვილი სოფელ ბალიჭში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ბავშვებს სათამაშოები და საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.
ამავე დღეს, დავით შერაზადაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა მის პატარა მეგობარს, დავით რეხვიაშვილს. შეხვედრა თბილ და გულწრფელ გარემოში წარიმართა.