მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინასაახალწლო ნობათები გადაეცათ
წინასაახალწლო პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფებს სურსათისა და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, ოჯახებში პირადად იმყოფებოდა, მათ საახალწლო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დაურ ისმაილოვის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაახალწლო დღეებში მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს.