1 იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება


1 იანვრიდან საქართველოს შიგნით, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება. ცვლილება განისაზღვრა „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესებისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც 2024 წელს დაამტკიცეს.

რეგლამენტის მიხედვით, ქალაქებსა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და სხვა შორ მანძილზე მდებარე დასახლებებს შორის მგზავრთა გადაყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ III კლასის, M3 კატეგორიის ავტობუსებით, რომლებიც მინიმუმ 35 დასაჯდომი ადგილის მქონე იქნებიან და არა უმეტეს 20 წლის წინ გამოშვებულნი ან მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading