შსს-მ 157 კგ ჰეროინი ამოიღო – საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტი


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 30 დეკემბერს შსს-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღაკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის უმსხვილესი ფაქტი.

პოლიციის მონაცემებით, ამოღებულია 157 კილოგრამი ჰეროინი, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს აღწევს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ირანის მოქალაქე. დანაშაული, რომელიც შეიარაღებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას უკავშირდება, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე გამოძიების ეტაპზეა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading