ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

1-ელი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მძღოლები სატრანსპორტო საშუალებიდან წარმოქმნილი ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. შესაბამისი ნორმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და მთავრობის 25 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა.

დოკუმენტის მიხედვით, ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – დასახლებულ პუნქტებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.

ხმაურის დონის შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული, სერტიფიცირებული პორტატული მოწყობილობით განახორციელებს.

ნორმის დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო მესამე და შემდგომ შემთხვევებში – 300 ლარი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading