სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორების – „კირნათის“, „სარფის“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული შ.ო. და 1993 წელს დაბადებული ს.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ბ.ჯ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading