მარნეულში ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული ა.პ. დანის მუქარით დააყაჩაღა, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading