თბილისსა და ბათუმში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების შედეგად 31 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს


უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დაკავებულ უცხოელთაგან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading