ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1984 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ბ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავეს, ხოლო დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading