ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია
„პარი სენ-ჟერმენმა” „ანჟერი” საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ლიგა 1-ის ჩემპიონობა იზეიმა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს პირველი ფრანგული ტიტულია. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა – „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის” რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და ათ მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „The Best FIFA Football Awards 2023“-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.
საქართველოს სპორტის სამინისტრო
