საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი ავტომრბოლელები „NASCAR“-ის ევროპის სერიებში „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ

ისტორიაში პირველად ქართველი ავტომრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე 2025 წლის „NASCAR“-ის ევროპულ სერიებში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მრბოლელები „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასა და „Marko Stipp Motorsport“-ს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ქართველი მრბოლელები „EuroNASCAR“-ში #48 Chevrolet Camaro-თი მიიღებენ მონაწილეობას. დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში იასპარეზებს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში.

„EuroNASCAR“-ის ფარგლებში შვიდი გრანპრი გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading