ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება – დეკემბერი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6,7% შეადგინა, 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა კი 9,5%-ით განისაზღვრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგებმა შეიტანეს.
„ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი. დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია დაახლოებით 21%-ით. წლიურ ჭრილში როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 8%-ით“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.