კორპუსის ნგრევა თბილისში – მიმდინარეობს ევაკუაცია და საძიებო-სამაშველო სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით– თბილისის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე მობილიზდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და საპოლიციო ძალები.

მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეთა ევაკუაცია დაუყოვნებლივ განახორციელეს. ამ ეტაპზე გრძელდება ნანგრევების გაწმენდა და ინტენსიური საძიებო-სამაშველო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

შსს მოქალაქეებსა და მედიას მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ყველა ნორმები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading