ბიატლონის ახალი, 3.5 კმ-იანი ტრასა გავხსენით

ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებით მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია.

აღვნიშნე, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.

ამასთანავე, ხაზი გავუსვი ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების დიდ მნიშვნელობას. ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. ახალი ინფრასტრუქტურა კი მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მომავალში ამ სფეროში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ახალი ინფრასტრუქტურა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში.

ოლიმპიურ კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადე.

ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობა დაასრულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading