დიდგორობა 2025 — დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული გაიმართება
საუკუნოვანი ტრადიციის ფარგლებში, დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართება.
ღონისძიება 11:00 საათზე დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისით დაიწყება, რის შემდეგაც მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა. ოფიციალური ნაწილი 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.
სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საგამოფენო სივრცეები და სპორტული შეჯიბრებები. დაგეგმილია ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, ასევე თეატრალიზებული პერფორმანსი, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქას გააცოცხლებს.
„დიდგორობა 2025“-ის ფარგლებში, სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.
