გარემოს ეროვნული სააგენტო 12 აგვისტოს ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading