სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი (26.01.205)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
26.01.2025
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

