ალბანეთის ეკლესიის მეთაური უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ალბანეთის ეკლესიის მეთაური უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მალევე ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი კორიცის მიტროპოლიტ იოანეს თავმჯდომარეობით შეიკრიბა. სინოდმა მიტროპოლიტი იოანე, როგორც ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, ალბანეთის ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევამდე მოსაყდრედ აირჩია. სინოდმა აგრეთვე 5 დღიანი გლოვა გამოაცხადა.

ორშაბათს მთავარეპისკოპოსს ანასტასიოსს ათენის სამიტროპოლიტო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე გადაუხდის, ხოლო სამშაბათს ალბანეთში გადაასვენებენ.

30 იანვარს ალბანეთის ეკლესიის მღვდელმთავრები აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას. 11 საათზე წირვის დასრულების შემდეგ მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს წესს აუგებენ და დაკრძალავენ. 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading