რუსთავის სპორტის სასახლემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ომარ გუგეშაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა
მონაწილეობა 2013-2015 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა 13 წონით კატეგორიაში მიიღეს გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზირები, რომელთაც სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.
რუსთაველი მოჭიდავეების შედეგები:
I -გიორგი ტაბატაძე 38 კგ.
I -დანიელ ბელიძე 44 კგ.
II -საბა რობაქიძე 26 კგ.
II -გაბრიელ ბეკურაშვილი 41 კგ.
II -საბა ჯიოკაძე 52 კგ.
II -ლაშა გიორგაშვილი 80 კგ.
III -გაბრიელ მაჭარაშვილი 32 კგ.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულმა ასამდე სპორტსმენმა მიიღო.
რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი/Rustavi Sports Development Center




