„გადაიღე საქართველოში“ – ამერიკელი და ბრიტანელი პროდიუსერები საქართველოში საქმიანი ტურის ფარგლებში

სახელმწიფო პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს კინოგადაღებისთვის საინტერესო ლოკაციები, გაეცნენ საქართველოში კინო და ტელეწარმოების პროცესს და ადგილობრივი კინოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

„პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კინოპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას, როგორც ლამაზი ბუნებისა და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, რაც დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზეც,“ – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. „იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჰოლივუდურ პროექტებს მალე ვიხილავთ,“ – განაცხადა ხიდურელმა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კი 200 მლნ ლარს აღემატება.

„გადაიღე საქართველოში“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო კინოფესტივალებსა და კინომარკეტებზე – კანისა და ბერლინის ფესტივალებზე, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე და ამერიკულ კინობაზრობაზე.

როგორც მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, პროგრამა არა მხოლოდ უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებას ზრდის, არამედ ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან პროექტებში უმეტესად ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading